|
14.12.2011 |
||||||
|
PROPERTY OF FC WIT GEORGIA |
||||||
|
|
||||||
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ... |
||||||
|
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მე-15 ტურის გადადებული მატჩი 14 დეკემბერი. მცხეთა პარკი. 14:00 სთ. ვიტ ჯორჯია 4:1 სიონი 1:0 ჩიმაკაძე (2), 2:0 კორიფაძე (30), 3:0, 4:0 ჩიმაკაძე (51,63), 4:1 კემუხტაშვილი (88) ვიტ ჯორჯია: ძაძამია - დ.ხურცილავა, გოგიაშვილი, კასრაძე, ღანიაშვილი - ვასაძე (მაისაშვილი 72), გურამ გურეშიძე - კორიფაძე, გიორგი გურეშიძე (ჯაყელი 70), ზაქრაძე - ჩიმაკაძე (კუხალეიშვილი 80) სათადარიგო: რეჭია, ვაშაკიძე, გეთიაშვილი, ადამაძე სიონი: ზუხბაია - კობაური, ოქროპირიძე, სვანაძე, თარგამაძე - ჩხეტიანი, კაციტაძე (კემუხტაშვილი 46), გაბრიჭიძე, ბოლქვაძე, ქუცურუა (ალავიძე 67) - რეხვიაშვილი (ხურციძე 66) სათადარიგო: კიკაბიძე, გიორხელიძე, კობერიძე, ისიანი არბიტრი: გ.დოგრაშვილი საპირველტაიმო უპირატესობა ვიტ ჯორჯიამ ორ გოლში ასახა - ბესიკ ჩიმაკაძესაც და ბექა ზაქრაძესაც საგოლე პასი გიორგი კორიფაძემ მიაწოდა. სიონი მედგარი წინაღმდეგობის გაწევას ცდილობდა. გამოსარჩევია გიორგი ქუცურუას დარტყმა, რომელიც გიორგი ძაძამიამ მოიგერია. იყო საეჭვო ეპიზოდიც - ჩიმაკაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ორთაბრძოლისას წაიქწა - არბიტრის სასტვენი დუმდა. კორიფაძის დარტყმას ლადო ზუხბაია გაადეღობა, გურამ გურეშიძემ საშუალო დისტანციიდან ვერ გაისწორა მიზანი - მოკლედ, ვიტ ჯორჯიას უპირატესობის გაზრდა შეეძლო. მეორე ტაიმში მნიშვნელოვანწილად არაფერი არ შეცვლილა. ჩიმაკაძემ ჯერ კორიფაძის პასით გაიტანა, მერე კი დამატებაზე თავურით მიითვალა ჰეთ თრიკი. სიონელმა ლაშა კემუხტაშვილმა პრესტიჟის გოლი ვალერი ბოლქვაძის პასს მიაყოლა. ვიტ ჯორჯიამ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბესიკ ჩიმაკაძე თუ წინა შეხვედრაში კორიფაძემ გაახერხა ჰეთ თრიკი, დღეს ეს ჩიმაკაძემ იკისრა. ჩვენს ცენრფორვარდს პოკერის შესრულებაც შეეძლო.
|
||||||
|