ახალი ამბები: მერაბ კოჭლაშვილი: საქმეს ნულიდან არ ვიწყებ
19.08.2009
შეიძლება ითქვას, რომ მერაბ კოჭლაშვილი ძირძველი ვიტჯორჯიელია. გუნდი პირველად 2004 წელს რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი, სწორედ კოჭლაშვილი გახლდათ მთავარი მწვრთნელი, ახლა კი კიდევ ერთხელ შეეჭიდება ამ საქმეს. კოჭლაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა არ გააჭიანურა და გადაწყვეტილება დღესვე მიიღო: ვიტ ჯორჯიას თავკაცად მერაბ კოჭლაშვილი დაინიშნა.
დღეს ნესტორ მუმლაძე კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და თავისი გადაწყვეტილება გააცნო - მუმლაძე ვიტ ჯორჯიას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან საკუთარი სურვილით გადადგა.