დამდეგი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე ვიტ ჯორჯიამ მეორე საკონტროლო მატჩი გამართა და ცხინვალის სპარტაკი 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა ჩვენი გუნდის იერიშებით დაიწყო. მეკარესთან პირისპირ გასულ ვახტანგ კვარაცხელიას მართებდა გოლის გატანა, თუმცა მეტოქეს ვერ აჯობა. აქედან ცოტა ხანში კვარაცხელიამ მიკროტრავმა მიიღო და შეცვალეს.
ვიტ ჯორჯია შეტევებს აგრძელებდა. აქტიურმა ბესიკ ჩიმაკაძემ ორჯერ გაფლანგა საგოლე შანსი - ჯერ თავურით ვერ გაისწორა მიზანი, მერე კი დამატებაზე უმტყუნა სიზუსტემ ...
დუბლები: თასითა და მედლებით ვიტ ჯორჯიას დუბლიც დაფასდა ...
20.06.2010
2009/10 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიას მეორე გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დუბლებში საუკეთესო რომ გამოდგა, კლუბის ოფისში ამად გაიმართა ღონისძიება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ჩვენს მეორე გუნდს თასი და მედლები გადასაცეს.
ვიტ ჯორჯიას დუბლი შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც უბადლო იყო წინა სეზონში, ჩვენი მეორე გუნდი კლუბის ხვალინდელი დღეა და დუბლების ფეხბურთელებსაც ერთი ნაბიჯიღა აშორებთ პირველ გუნდამდე ...
სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში ვიტ ჯორჯიამ პირველი საკონტროლო მატჩი დღეს, რუსთავში გამართა, ჩვენი გუნდის მეტოქე საქართველოს ჩემპიონი ოლიმპი გახლდათ, რომელიც 2:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ვიტ ჯორჯია მოწინააღმდეგეზე უკეთესი გამოდგა და გოლიც გაიტანა: 37-ე წუთზე ჯაბა ლიპარტიამ დრიბლინგს ოციოდე მეტრიდან უზადო დარტყმა მიაყოლა ...
ინტერვიუ: გურამ რუხაძე: ორივე ტიტული უნდა შევინარჩუნოთ ...
13.06.2010
ვიტ ჯორჯია ყოველთვის კონცეპტუალურად, წინასწარ გათვლილი პოლიტიკით მოქმედებდა და კვლავ ასე განაგრძობს მუშაობას.
2009-10 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ ორი ტიტული მოიპოვა - სუპერთასი, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი და რა თქმა უნდა, ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
რა იყო დადებითი და უარყოფითი წინა სეზონში, როგორ ემზადება ვიტ ჯორჯია ახალი სეზონისთვის - კლუბის პრეზიდენტ გურამ რუხაძეს ამ ასპექტებზე ვესაუბრეთ ...