მთავარი გვერდი

მმართველობა

გუნდი

ისტორია

ფოტო გალერეა

კონტაქტი

 
 
 
     
 
 
 
     
 
კომპანია ვიტ ჯორჯია
 

 
 

 

 
     
     
 
  გათამაშების ცხრილი  
 
     
     
 
         
 
     
     
 

 

English

 

 Switch to English

 
     
 
 
უმაღლესი ლიგა:  ჯაფარიძის სოლო და ზედიზედ მეორე ფრე ...

6.03.2010

 
     
 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. 24-ე ტური

6 მარტი. რუსთავი. ”ფოლადი”. 15.00 სთ.

ვიტ ჯორჯია 1:1 ზესტაფონი

1:0 ჯაფარიძე (50), 1:1 კორღალიძე (84)

ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი - ხურცილავა, ა.კვახაძე, ლომაია, ჯაფარიძე - ვასაძე, რაზმაძე, გ.დათუნაიშვილი (გურეშიძე 90) - კლიმიაშვილი (ბეჭვაია 71), ბერიაშვილი, ლიპარტია  სათადარიგო: მიქაბერიძე, მაისაშვილი, ზაქრაძე, ადამაძე, კვარაცხელია

ზესტაფონი: რ.კვასხვაძე - ბენაშვილი, ხიდეშელი, კობახიძე, ელიავა - აფციაური (კორღალიძე 46), დაუშვილი, ძარია (გორგიაშვილი 83), გრიგალაშვილი  - გელაშვილი (წინამძღვრიშვილი 46), დვალი  სათადარიგო: მამალაძე, გამეზარდაშვილი, მაკარიანი, ცხადაია

გაფრთხილება: რაზმაძე (40), ლომაია (83), ბეჭვაია (80)

მსაჯი: გ.ვადაჭკორია

ისეთი თამაში იყო, ორივე გუნდს შეეძლო მოგება, განსაკუთრებით მეორე ტაიმი გამოდგა თვალსასეირო და დაძაბული. ვიტ ჯორჯია ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ მატჩის ბოლოს ზესტაფონმა უპირატესობა მოიპოვა მოედნის ცენტრში და წაგებასაც დაუსხლტა. ვიტ ჯორჯიამ ჩემპიონატში მიჯრით მეორე ფრე ითამაშა.

შეხვედრის დასაწყისში ჩვენებს ორი საგოლე შანსი ჰქონდათ - ჯერ გიორგი ვასაძემ ვერ აჯობა როინ კვასხვაძეს, მერე კი ზესტაფონელთა კიპერმა დავით ლომაიას ახლოდან დარტყმული გააუვნებლა.

ზესტაფონელთაგან ხელსაყრელი სიტუაცია ნიკა გელაშვილმა ვერ გამოიყენა - საგოლე პოზიციიდან ულაზათოდ დაარტყა.

პირველ ტაიმში სახიფათო მომენტების მხრივ უპირატესობა ცალსახად ვიტ ჯორჯიას მხარეს იყო. 33-ე წუთზე ჯაბა ლიპარტიამ დაასწრო კვასხვაძეს, მეკარისგან მიტოვებული კარისკენ გაგზავნა ბურთი, მაგრამ ზესტაფონი ცენტრალურმა მცველმა მამუკა კობახიძემ იხსნა.

შესვენების შემდეგ ექსვიტჯორჯიელი, ზესტაფონის შემტევი გელაშვილი შეუძლოდ გახდა, გულმა შეაწუხა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მატჩის მერე ზესტაფონელებმა გვითხრეს, გელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ აღმოჩნდა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ლაშა ჯაფარიძემ ფლანგური რეიდი გოლით რომ დაასრულა. ამის შემდეგ თამაში  უფრო მიმზიდველი და შმაგი გახდა. ანგარიშის გათანაბრება შეეძლო კობახიძეს, თუმცა მისი თავური ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე კი ირაკლი ძარიამ ვერ გაისწორა მიზანი. შემდეგ რატი წინამძღრიშვილის თავური ხელებში გააქვავა გრიგოლ ბედიაშვილმა. ამასობაში ვიტ ჯორჯიამ არაერთი მწვავე კონტრშეტევა განახორციელა, თუმც დამაგვირგვინებელ ფაზაში მოისუსტებდა.

ლევან კორღალიძემ კი ანგარიში მას შემდეგ გაათანაბრა, როცა გადმოვარდნილი ბურთისთვის პოზიცია სწორად შეარჩია და უნაკლოდაც დაარტყა.

მატჩის მიწურულს ვიტ ჯორჯიას კიდევ ჰქონდა რიგიანი შანსი, თუმცა მარჯვნიდან, ოდნავ მახვილი კუთხიდან  გიგა ბეჭვაიას სიზუსტემ უმტყუნა.

გია გეგუჩაძე, ზესტაფონის მთავარი მწვრთნელი: კარგი თამაში გამოვიდა, ბევრი საგოლე მომენტი იყო. ზესტაფონმა ბოლო შეხვედრები ვერ მოიგო, თუმცა საჩემპიონო შანსი არ დაგვიკარგავს. ჩვენი გუნდი ერთ ადგილზე არ გაჩერებულა, სწორი გზით  მივდივართ და გარკვეული პროგრესიც გვაქვს.

გელა გომელაური, ვიტ ჯორჯიას მწვრთნელი: ჩვენთვის ეს არ იყო იდეალური მატჩი,  საშინაო დავალება სრულად არ შესრულებულა, თუმცა საერთო ჯამში ჩვენი გუნდის თამაში დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ერთობ მჭიდრო კალენდარი გვქონდა და ამან, რა თქმა უნდა, იმოქმედდა ჩვენზე. ზესტაფონი მართლაც კარგი გუნდია და ასეთ მეტოქესთან ღირსეულად ვითამაშეთ, შეტევაშიც რიგიანად ვირჯებოდით. კლიმიაშვილი კი იმიტომ შევცვალეთ, რომ სამი დღის წინ ახალგაზრდულ ნაკრებში ლიდერივით ითამაშა და მისი ენერგია დავზოგეთ, წინ ხომ ისევ მჭიდრო და დაძაბული კალენდარი გველის - 10 მარტს არგავარდნისთვის მებრძოლ გაგრას ვეთამაშებით, 14 მარტს კი ჩემპიონატის ლიდერ ოლიმპს.

 

ვიდეოგოლი ...

 

 
 
24-ე ტურის სხვა მატჩები, 6 მარტი, შაბათი
დინამო თბილისი 0:0 ოლიმპი
სიონი 0:0 ბაია
გაგრა 0:1 ლოკომოტივი
სპარტაკი 1:1 სამტრედია
 
     
     
  ნახვა: 466  
 

_________________________________________________________________________________________________________

 
     
 

ამოსაბეჭდი ვერსია

 
     
 
     

 PROPERTY - WIT GEORGIA ®

     
 
     
 
_________________________________________________________________________________________________________
           
  მთავარი გვერდი  I  მმართველობა  I  გუნდი  I  ისტორია  I  ფოტო გალერეა  I  კონტაქტი  
     

 

     
         
  Copyright © 1997 - 2010  FC WIT GEORGIA  -  Best viewed with MSIE 5.0 and more - 1024x768 resolution.  

FOOTBALL CLUB

 

  All rights reserved. Powered by WebState.Info  

WIT  G E O R G I A