ჩვენმა დუბლებმა ამ გამარჯვებით ლიდერობა შეინარჩუნეს, რომ არა კონცენტრაციის დაკარგვა მეორე ტაიმის შუაწელში, ვიტ ჯორჯიას მეორე გუნდი უკეთესი ანგარიშითაც დაამარცხებდა მეტოქეს.
პირველი ტაიმის ბოლოს ვიტ ჯორჯიამ თამაში გამოაკეთა და ყოველივე ეს ანგარიშშიც აისახა. მიხეილ როსტიაშვილმა ბესიკ ჩიმაკაძის საგოლე გადაცემა გამოიყენა, მეორე საგოლე კომბინაცია კი გურამ გურეშიძემ წამოიწყო, ხოლო საგოლე პასი ჩიმაკაძისკენ რევაზ ღანიაშვილმა შეასრულა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ვიტ ჯორჯიას უპირატესობა ღანიაშვილმა გაზარდა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე - სარაჯიშვილი, კასრაძე, მაისაშვილი, ღანიაშვილი - გურეშიძე, როსტიაშვილი (გ.ლობჟანიძე 82) დვალაშვილი - კორიფაძე (ხოკერაშვილი 54), ჩიმაკაძე (ვაშაკიძე 58), ზაქრაძე (შუშიაშვილი 70).