მთავარი გვერდი

მმართველობა

გუნდი

ისტორია

ფოტო გალერეა

კონტაქტი

 
 
 
     
 
 
 
     
 
კომპანია ვიტ ჯორჯია
 

 
 

 

 
     
     
 
  გათამაშების ცხრილი  
 
     
     
 
         
 
     
     
 

 

English

 

 Switch to English

 
     
 
 
უმაღლესი ლიგა:  ფეხბურთი ქარში ...

10.03.2010

 
     
 

საქრთველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მე-20 ტურის გამოტოვებული შეხვედრა

10 მარტი. თბილისი. ამერის სტადიონი. 15.00 სთ.

გაგრა 0:1 ვიტ ჯორჯია

0:1 კლიმიაშვილი (85)

გაგრა: სტურუა - ტყეშელაშვილი (მოსიაშვილი 87), ქორთუა, ჭაავა, ნიკ.ჯიშკარიანი - ნ.კვასხვაძე (კვანტალიანი 46), ჩხეტიანი, ანტონიო, ნოშ.ჯიშკარიანი -ოქრიაშვილი - პავლიაშვილი (თუხარელი 88)  სათადარიგო: თევდორაძე, შარიქაძე, გედენიძე, ოვონიკოკო

ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი - ხურცილავა (ბეჭვაია 84), ა.კვახაძე, ადამაძე, ჯაფარიძე - კლიმიაშვილი, რაზმაძე, ვასაძე, გ.დათუნაიშვილი - ლიპარტია (კვარაცხელია 86), ბერიაშვილი (გურეშიძე 88)  სათადარიგო: მიქაბერიძე, ჩიმაკაძე, როსტიაშვილი, მაისაშვილი

გაფრთხილება: ანტონიო (67), ხურცილავა (83), ტყეშელაშვილი (84), ა.კვახაძე (85)

მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი

ძლიერმა ქარმა დაღი დაასვა შეხვედრას. რა თქმა უნდა, უამინდობა ორივე გუნდს უშლიდა ხელს, თუმცა ყველაფერი შედარებითია და ასეთ დროს ის გუნდი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, რომელიც მეტწილად ჩაშლაზეა ორიენტირებული, ვიდრე შექმნაზე.

მოკლედ, ვიტ ჯორჯია უტევდა, გაგრა კი თავს იცავდა - ასეთი გამოდგა მატჩის სიუჟეტი. ქარი ვიტ ჯორჯიას კომბინაციურ თამაშს აბრკოლებდა და ჩვენი გუნდი სხვა გზებითაც ცდილობდა გოლის გატანას - სტანდარტული სიტუაციებითა და მეტოქის საჯარიმოში თუ მის მისადგომებთან ძალისმიერი ორთაბრძოლებით.

აქტიურად მოქმედებდნენ გიორგი დათუნაიშვილი და გიორგი ბერიაშვილი, პირველ ტაიმში მათ არერთი პრობლემა შეუქმნეს მოწინააღმდეგეს. ვიტ ჯორჯია ფლანგებიდანაც ცდილობდა ჯებირების გარღვევას, მაგრამ ხან ქარი უშლიდა ხელს, ხან კი გაგრას მეკარე და მცველები მოქმედებდნენ რიგიანად გადამწყვეტ ფაზაში.

მატჩის მიწურულს ვიტ ჯორჯიას მასირებულ შეტევებს მასპინძლებმა ვეღარ გაუძლეს და ირაკლი კლიმიაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

   ირაკლი კლიმიაშვილის (24) გოლი გაგრას კარში  
  ირაკლი კლიმიაშვილის (24) გოლი გაგრას კარში  
 

ვიდეოგოლი ...

 

 
 

 
     
     
  ნახვა: 393  
 

_________________________________________________________________________________________________________

 
     
 

ამოსაბეჭდი ვერსია

 
     
 
     

 PROPERTY - WIT GEORGIA ®

     
 
     
 
_________________________________________________________________________________________________________
           
  მთავარი გვერდი  I  მმართველობა  I  გუნდი  I  ისტორია  I  ფოტო გალერეა  I  კონტაქტი  
     

 

     
         
  Copyright © 1997 - 2010  FC WIT GEORGIA  -  Best viewed with MSIE 5.0 and more - 1024x768 resolution.  

FOOTBALL CLUB

 

  All rights reserved. Powered by WebState.Info  

WIT  G E O R G I A