მთავარი გვერდი

მმართველობა

გუნდი

ისტორია

ფოტო გალერეა

კონტაქტი

 
 
 
     
 
 
 
     
 
კომპანია ვიტ ჯორჯია
 

 
 

 

 
     
     
 
  გათამაშების ცხრილი  
 
     
     
 
         
 
     
     
 

 

English

 

 Switch to English

 
     
 
 
ამხანაგური:  ტესტ-მატჩი პირველლიგელთან ...

28.07.2010

 
     
 

ვიტ ჯორჯია დამდეგი სეზონისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს. დღეს ჩვენი გუნდი ”ავაზას” სტადიონზე საკონტროლო შეხვედრაში პირველლიგელ საჩხერის ”ჩიხურას” გაეჯიბრა და 4:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შუაწელში გურამ ადამაძეს შეეძლო თავურით გოლის გატანა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ვიტ ჯორჯიამ მაინც გატეხა მეტოქე - გიორგი ჯანელიძის პასს ვახტანგ კვარაცხელიამ უზადო დარტყმა მიაყოლა და 1:0 (37 წთ).

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ბექა ზაქრაძემ სისწრაფის ხარჯზე რომ დაჯაბნა მოწინააღმდეგის დაცვა და ვიტ ჯორჯიას უპირატესობა ორამდე გაზარდა (47 წთ). მატჩის  ბოლოსკენ ბექამ დუბლი შეასრულა (82 წთ), წერტილი კი ბესიკ ჩიმაკაძემ დასვა (84 წთ). ზაქრაძესა და ჩიმაკაძეს მანამდეც ჰქონდათ საგოლე მომენტები.

ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე (ძაძამია 46) - ბეჭვაია (სარაჯიშვილი 84), ლომაია (კასრაძე 46), ადამაძე (გოგიაშვილი 84), ჭანკვეტაძე (ღანიაშვილი 46) - გურეშიძე (დვალაშვილი 84), მაისაშვილი (ვასაძე 43) - კლიმიაშვილი (კორიფაძე 46), ლიპარტია (ზაქრაძე 46), ჯანელიძე - კვარაცხელია (ჩიმაკაძე 46).

 
     
     
  ნახვა: 321  
 

_________________________________________________________________________________________________________

 
     
 

ამოსაბეჭდი ვერსია

 
     
 
     

 PROPERTY - WIT GEORGIA ®

     
 
     
 
_________________________________________________________________________________________________________
           
  მთავარი გვერდი  I  მმართველობა  I  გუნდი  I  ისტორია  I  ფოტო გალერეა  I  კონტაქტი  
     

 

     
         
  Copyright © 1997 - 2010  FC WIT GEORGIA  -  Best viewed with MSIE 5.0 and more - 1024x768 resolution.  

FOOTBALL CLUB

 

  All rights reserved. Powered by WebState.Info  

WIT  G E O R G I A