მთელი თამაში ვიტ ჯორჯიას საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში 51 წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ გახსნა, რომელმაც მცველებს ძალისმიერ ორთაბრძოლაში აჯობა და მეკარესთან პირისპირ გასულმა აუღელვებლად გაიტანა გოლი. 61-ე წუთზე გიგა ჯუღელი საჯარიმოში მოცელეს და პენალტი თავადვე გამოიყენა. 90-ე წუთზე საჯარიმოდან ულამაზესი დარტყმით ვახტანგ ჯაყელმა ანგარიში 3:0 გახადა.
შემდეგი სპარინგ მატჩი, 21 იანვარს გორის დილასთან არის დაგეგმილი. ეს შეხვედრა ‘’ბენდელას თასის’’ გათამაშების ეგიდით ჩატარდება.