ახალი ამბები: ვიტ ჯორჯიას კიდევ ერთი წარმატება ...
17.06.2009
ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტისა და ლეგენდარული მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის სახელობის თასის გათამაშება ჭაბუკთა შორის დასასრულს უახლოვდება. საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას 1991-1992 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდმა (მთავარი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი), თასის გათამაშებაზე წარმატებით იასპარეზა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. თასის გათამაშებაზე საქართველოს ყველა წამყვანი კლუბისა და საფეხბურთო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
ნორჩმა ვიტჯორჯიელებმა გათამაშებიდან თბილისის ”ლოკომოტივი”და საფეხბურთო სკოლა ”ოლიმპის” გუნდები გამოთიშეს. ნახევარფინალში კი ”გაგრას” 4:0 მოუგეს. გოლები რუხაიას, ქართლელიშვილის, ლობჟანიძისა და მიხანაშვილის ანგარიშზეა.
30 ივნის თასის ფინალში ვიტ ჯორჯიას ახალგაზრდული გუნდი ცხინვალის ”სპარტაკს” შეხვდება.