დღეიდან ძალაში შევიდა ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი ვიტ ჯორჯიასა და გუნდის კაპიტანს ალექსანდრე კვახაძეს შორის. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვიტ ჯორჯიაში 2010 წლის 1 ივნისამდე ითამაშებს.
”ლოკომოტივის” ყოფილმა ფეხბურთელმა, შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი კახელიშვილმა კი საქართველოს ჩემპიონთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის ვიტ ჯორჯიას კუთვნილება 2012 წლის 1 ივნისამდე გახდა.