დღეს ნიონში, უეფას შტაბბინაში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა.
საქართველოს ჩემპიონის, ვიტ ჯორჯიას მეტოქე სლოვენიის რვაგზის ჩემპიონი და თასის ხუთგზის გამარჯვებული ”მარიბორი” იქნება (http://www.nkmaribor.com). პირველი შეხვედრა 15 ივლისს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საპასუხო მატჩი 22 ივლისს, მარიბორში ”ლუდსკიზე” შედგება.
მარიბორელთა საშინაო არენა 12.500 მაყურებელს იტევს. გუნდს კი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი დარკო მილანიჩი წვრთნის.