მთავარი გვერდი

მმართველობა

გუნდი

ისტორია

ფოტო გალერეა

კონტაქტი

 
 
     
 
კომპანია ვიტ ჯორჯია
 

 
 

 

 
     
     
 
  გათამაშების ცხრილი  
 
     
     
 
         
 
     
     
 

 

English

 

 Switch to English

 
    ღირსება გვავალდებულებს  
 

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია 1997-98 წლების სეზონის მეორე ეტაპისთვის შეიქმნა. კომპანია ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილი იყიდა კლუბ მორკინალისგან. ახლადშექმნილმა ვიტ ჯორჯიამ საქმე ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო და მიუხედავად ამისა, პირველივე სეზონში დადებით შედეგს მიაღწია - მე-10 ადგილზე გავიდა, რითაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ვიტ ჯორჯიას თავიდანვე ჰქონდა განვითარების მკაფიო პოლიტიკა. საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო მეურნეობა - ასეთი რეალობის გათვალისწინებით საქართველო ფეხბურთელთა ექსპორტიორ ქვეყნად იქცა და ვიტ ჯორჯიამაც ამ ტენდენციის მიხედვით წარმართა საკუთარი საქმიანობა.

ახალგაზრდა ფეხბურთელების სელექცია და მიზანმიმართული მუშაობა მათი წინსვლისთვის - ვიტ ჯორჯია ამით ყოველთვის გამორჩეული იყო და ამავე დროს ეროვნულ ჩემპიონატში სტაბილურ, მოწინავე კლუბად ყალიბდებოდა.

 

 2004 წელი, ვიტ ჯორჯია პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი

2004 წელი, ვიტ ჯორჯია პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი

 

 2009 წელი, ვიტ ჯორჯია ისევ ჩემპიონია

2009 წელი, ვიტ ჯორჯია ისევ ჩემპიონია

 

დაფუძნებიდან სამ წელიწადში ვიტ ჯორჯიამ პირველი მედალი მოიპოვა - 1999-00 წლების ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა.

სერგო ჭურაძე, ჯაბა მუჯირი, ოლეგ გველესიანი, დავით დიღმელაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი,  გიორგი დეკანოსიძე, ედიკ საჯაია, ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით იმედაშვილი, ოთარ მარცვალაძე...ვიტ ჯორჯიაში საკმაოდ ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, ზოგმა სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების გარდა ეროვნულ გუნდშიც ითამაშა.

 

2003 წელს ვიტ ჯორჯიამ საქართველოს ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. ვიტჯორჯილეთა მთავარი მწვრთნელი მაშინ მერაბ კოჭლაშვილი გახლდათ.

2003 წელს ლევან მელქაძე, ვინც 24 გოლით დღემდე რჩება  ვიტ ჯორჯიის მთავარმეგოლედ,  დინამო თბილისში გადავიდა, 2006 წელს კი ოთარ მარცვალაძე და დავით იმედაშვილი ჩვენი გუნდიდან დინამო

კიევში მოხვდნენ. ამ მნიშვნელოვანი ტრანსფერებით ვიტ ჯორჯიამ კიდევ უფრო განიმტკიცა კარგად მომუშავე კლუბის იმიჯი.

ტრანსფერებიდან შემოსული თანხა კლუბის დაფინასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, თუმცა ვიტ ჯორჯია ნიადაგ ცდილობს ასეთი შემოსავლების ხვედრითი წილის შემცირებას და ბიუჯეტის შევსების სხვა საშუალებებიც გააჩნია. საქართველოში ფეხბურთის კომერციალიზაციის ელემენტები გაჩნდა,

გარდა ამისა უეფაში მომხდარი ცვლილებები

 

 ოთარ მარცვალაძე N:21

ოთარ მარცვალაძე N:21

აღმოსავლეთ ევროპის კლუბებს უკეთეს საშუალებას აძლევს, ევროტურნირებზე გამოსვლით უწინდელზე უფრო მეტი თანხები მოიპოვონ. ვიტ ჯორჯიაც შედეგზე ზედმიწევნით ორიენტირებული კლუბი გახდა.

 

2005 წელს ვიტ ჯორჯიაში მთავარ მწვრთნელად ნესტორ მუმლაძე მოვიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2009 წელს კი მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

 

ალექსანდრე კვახაძე, გრიგოლ ბედიაშვილი, ლუკა რაზმაძე, ირაკლი კლიმიაშვილი - ვიტ ჯორჯიადან არაერთი ფეხბურთელი მოხვდა ეროვნულ ნაკრებში.

 

2009/10 წლების სეზონში ვიტ ჯოირჯია მერაბ კოჭლაშვილმა და გელა გომელაურმა ჩაიბარეს. ამ მწვრთნელების ხელში გუნდმა მოიგო სუპერთასი და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი - ვიტ ჯორჯიას საშინაო სარბიელზე უკვე ყველაფერი აქვს მოპოვებული.

 

ბოლო დეკადაში ვიტ ჯორჯია ევროსარბიელზე თითქმის  სისტემატურად თამაშობს და მეტწილ შეხვედრებში დაამტკიცა, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებთან პაექრობა შეუძლია.

 

Noblesse oblige - ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის ვიტ ჯორჯიას სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: ღირსება გვავალდებულებს. სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.

 

ღირსება გვავალდებულებს - ამ ორი სიტყვის მიღმა ბევრი რამ დევს, რაც განაპირობებს კიდეც ვიტ ჯორჯიას ფილოსოფიას.

 
 
 
_________________________________________________________________________________________________________
           
  მთავარი გვერდი  I  მმართველობა  I  გუნდი  I  ისტორია  I  ფოტო გალერეა  I  კონტაქტი  
     

 

     
         
  Copyright © 1997 - 2010  FC WIT GEORGIA  -  Best viewed with MSIE 5.0 and more - 1024x768 resolution.  

FOOTBALL CLUB

 

  All rights reserved. Powered by WebState.Info  

WIT  G E O R G I A