მწვრთნელები ფეხბურთელები  
       
  ტექნიკური ჯგუფი დუბლშემადგენლობა  
       
  სამედიცინო ჯგუფი    
       
   
 

მწვრთნელები

 
 
 

უკან დაბრუნება

 Copyright © 1997 - 2011  F.C. WIT Georgia ზურაბ ბერიძე

თანამდებობა: მთავარი მწვრთნელი

დაბადების თარიღი:  17.07.1956

ზურაბ ბერიძემ პირველი საფეხბურთო გაკვეთილები ”ავაზაში” მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ფიზკულტურულ ინსტიტუტში და იყო ამ ინსტიტუტის გუნდის მეკარე. 1974-75 წლებში ბერიძე უკვე თბილისის ”დინამოს” დუბლშემადგენლობის წევრი გახლდათ. იმ დროისთვის ”დინამოს” გივი ჩოხელი თავკაცობდა, მეკარეების მწვრთნელი კი სერგო კოტრიკაძე იყო. ”დინამოს” შემდეგ ბერიძე თბილისის ”სპარტაკში” გადავიდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაში თამაშობდა. 1979-82  წლებში ბერიძე ზოოვეტის გუნდში გამოდიოდა.

ბერიძემ მწვრთნელობა 1999 წლიდან დაიწყო ვიტ ჯორჯიაში და მას შემდეგ ჩვენს კლუბში მუშაობს. 2003-04 წლების სეზონში, როცა ვიტ ჯორჯია პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი, ბერიძე გარკვეული დროით გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ. 2009 წელს ბერიძე ხელმეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი, როგორც ვიტ ჯორჯიას მთავარი მწვრთნელის თანაშემწე. ბერიძეს გავლილი აქვს მწვრთნელთა B და A საგანმანათლებლო პროგრამები.

2010-11 წლების სეზონის ბოლოს ბერიძე ვიტ ჯორჯიას მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, 2011 წლის 1 ივნისიდან ის ვიტ ჯორჯიას მთავარი მწვრთნელია.

 

უკან დაბრუნება