ვიტ ჯორჯია 2 ლიგა 4-ის „თეთრ" ჯგუფში მოხვდა » FC Wit Georgia
   მთავარი გვერდი
   
                   Facebook  Youtube.Com  

 English

გაფართოებული ძიება პორტალზე

ამოირჩიეთ ძიების ენა
     

 

 
 

ვიტ ჯორჯია 2 ლიგა 4-ის „თეთრ" ჯგუფში მოხვდა

<<< უკან დაბრუნება

   
 
 
   

თარიღი: 11 თებერვალი 2021

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ლიგა 4-ის ფორმატი დაადგინა, რის მიხედვითაც წინა სეზონისგან განსხვავებული იქნება და კლუბების გაზრდილი რაოდენობა ითამაშებს ლიგა 4-ში.

გათამაშება ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე 20 მონაწილე გუნდი გადანაწილდა  „თეთრ“ და „წითელ“ ჯგუფებში 

ვიტ ჯორჯია 2 თეთრ" ჯგუფში მოხვდა, სადაც ორ წრედ ითამაშებს შემდეგ გუნდებთან: იბერია თბ, დინამო 2 თბ, შტურმი, რეგიონული ლიგის „ბ“ ჯგუფის II ადგილოსანი, ტორპედო 2, ოდიში, ბეთლემი, ზესტაფონი.

მეორე ეტაპზე „თეთრი“ და „წითელი“ ჯგუფების I, II, III, IV და  V ადგილზე გასული გუნდები გათამაშების ერთმანეთს შეხვდებიან ჯგუფში პირობითი სახელით „ზედა ჯგუფი“, ხოლო „თეთრი“ და „წითელი“ VI, VII, VIII, IX და X ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან ჯგუფში პირობითი სახელით „ქვედა ჯგუფი“. 

„ზედა ჯგუფის“ I,II, III და IV ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად მოიპოვებს ლიგა 3-ის საგზურს, ხოლო „ქვედა ჯგუფის“ VII, VIII, IX და X ადგილზე გასული გუნდები დატოვებენ ლიგა 4-ს

გათამაშების მეორე ეტაპზე „ზედა“ და „ქვედა“ ჯგუფში მოხვედრილ გუნდებს გადაყვებათ მხოლოდ ისეთ გუნდებთან  მოპოვებული ქულები, რომლებიც გათამაშების ორივე ეტაპზე ერთ ჯგუფს წარმოადგენდნენ. გათამაშების მეორე ეტაპი „ზედა“ და „ქვედა“ ჯგუფში გაიმართება ორ წრედ (10 მატჩი) გუნდები დაუპირისპირდებიან მხოლოდ იმ გუნდებს, რომლებიც გათამაშების პირველ ეტაპზე არ იყვნენ მათი თანაჯგუფელები.
   

       
     
 

 
   

<<< უკან დაბრუნება

 
 
   
 
   
 
 
 
 errea  FC WIT GEORGIA  ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი  საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  ჩვენი გენერალური სპონსორია ვეტერინარული კომპანია ზოო-პლაზა 30 წლიანი გამოცდილებით ყოველთვის პირველი ვეტერინარიის დარგში
 
 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2020 WitGeorgia.Ge
 
 Facebook