ვეტერინართა შემოტრიალება » FC Wit Georgia
   მთავარი გვერდი
   
                   Facebook  Youtube.Com  

 English

გაფართოებული ძიება პორტალზე

ამოირჩიეთ ძიების ენა
     

 

 
 

ვეტერინართა შემოტრიალება

<<< უკან დაბრუნება

   
 
 
   

თარიღი: 3 მარტი 2020

ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ტურში, ვიტ ჯორჯია შევარდენი 1906-ს ესტუმრა, შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით - ანგარიშით 4:2 დასრულდა.

თბილისური დერბი მძიმედ დაიწყო ჩვენი გუნდისთვის, მატჩის დებიუტში მასპინძლები დაწინაურდნენ, შეხვედრის მეოთხე წუთზე იუნკერებმა დაცვის შეცდომით ისარგებლეს და გაიტანეს, გოლის ავტორი: იგორ კოშმანი. ხოლო მეორე გოლი შეხვედრის მე-16 წუთზე, კონტრშეტევის შედეგად გავიდა, კოშმანმა ბურთი დავით თარგამაძეს გადასცა, რომელსაც არ გასჭირვებია ახლო მაძილიდან გოლის გატანა - 2:0

მიუხედავად ასეთი დასაწყისისა, ვიტელებმა შეძლეს ძალების მოკრება და ხუთ წუთში მეტოქეთა საჯარიმოს ხაზთან ჯარიმა მოიპოვეს. ბურთთან მუზაშვილი და ბარაბაძე მივიდნენ, ჯარიმა კი ამ უკანასკნელმა უნაკლოდ შეასრულა, მეკარის კუთხეში ძლიერი დარტყმით მასპინძელთა კარი შეაზანზარა - ვიტელებმა ერთი ბურთი გაქვითეს.

"მეორე ტაიმი მწვრთნელის არის" - შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი უფრო სწრაფი, მოქნილი, ძლიერი და დამაჯერებელი გამოვიდა, მატჩის განახლების დასაწყისშივე, სტანდარტულიდან ლევან ბარაბაძის ჩამოწოდებულ ბურთს, მეორე სართულზე ბრძოლისას თავი ირაკლი ზარიძემ შეაგება - სტატუს ქვო აღდგა.

ვიტ ჯორჯია უფრო გაბედულად უტევდა. შორიდან დაარტყა დავით კიკალიშვილმა, ბურთი ძელმა აისხლიტა. რამდენიმე წუთში კი იმავე კიკალიშვილმა მეტოქეთა საჯარიმოში დავლაშელიძესთან გამართული კომბინაცია ძლიერი დარტყმით დაასრულა, ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში გაეხვა -  ვიტელები დაწინაურდნენ.

მატჩის ძირითად დროს 4 წუთი დაემატა, იუნკერები შეეცადნენ წონასწორობის აღდგენას თუმცა პირიქით, ვიტელები კონტრიერიშზე გაიჭრნენ, მეტოქის ნახევარზე ხუციანიძემ ზურაბ მუსელიანს გადააწოდა ბურთი, რომელიც საჯარიმოსთან მდგარ მცველს გასცდა და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში შეაცურა ბურთი - საბოლოო ანგარიში 2:4.

9 მარტი. თბილისი - მუხიანის სპორტული კომპლექსი. 15:00
შევარდენი 1906 - ვიტ ჯორჯია 2:4 (2:1)
არბიტრი: ჯ. ხორავა
ასისტენტები: თ. მაღლაკელიძე, გ. ბერაძე
მეოთხე მსაჯი: მ. კიკორია
გაფრთხილება: დავლაშელიძე(24'), ჩეპურნენკო(37'), ბულუხაძე(39'), ოდიკაძე(69').
გოლები: კოშმანი(4'), თარგამაძე(16'), ბარაბაძე(22'), ზარიძე(49'), კიკალიშვილი(85'), მუსელიანი(90+3').


შევარდენი 1906:
ნადირაძე, ოდიკაძე(კაპ.), ჯიშკარიანი, ხუნწარია(ჯანგველაძე 58'), ციკოლია, ქორიძე, კობერიძე, თარგამაძე(ალთუნაშვილი 58'), ჩეპურნენკო(გოლუბიანი 86'), კოშმანი, გოგუა.

სათადარიგოთა სკამი:
ხომხიშვილი, მელიქიშვილი, სამუშია.

მთავარი მწვრთნელი: სპარტაკ არჩვაძე

ვიტ ჯორჯია:
ისერგიშვილი, კიკალიშვილი, ქისიევი,  ბექაური, სეხნიაშვილი(კაპ.),  დავლაშელიძე, ზარიძე, ბარაბაძე(ნ.აბულაძე 90'), მუზაშვილი, ბულუხაძე(ხუციანიძე 72'), მუსელიანი(ავლოხაშვილი 90+3').

სათადარიგოთა სკამი:
ჩიკაშუა, ტყემალაძე, ა.აბულაძე, ნაჭყებია.

მთაავრი მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი
   

       
     
 

 
   

<<< უკან დაბრუნება

 
 
   
 
   
 
 
 
 errea  FC WIT GEORGIA  ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი  საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  ჩვენი გენერალური სპონსორია ვეტერინარული კომპანია ზოო-პლაზა 30 წლიანი გამოცდილებით ყოველთვის პირველი ვეტერინარიის დარგში
 
 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2020 WitGeorgia.Ge
 
 Facebook