თასზე მეტოქეთა ვინაობა ცნობილია » FC Wit Georgia
   მთავარი გვერდი
   
                   Facebook  Youtube.Com  

 English

გაფართოებული ძიება პორტალზე

ამოირჩიეთ ძიების ენა
     

 

 
 

თასზე მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

<<< უკან დაბრუნება

   
 
 
   

თარიღი: 23 ივლისი 2020

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე თბილისის "ვიტ ჯორჯიას" მეტოქე ზესტაფონის "ზესტაფონი" იქნება, ხოლო ვიტ ჯორჯია 2-ის მეტოქე - ხონის "იმერეთი".

ვიტ ჯორჯია მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ზუგდიდის "ოდიში 1919-ის" და ჩხოროწყუს "სამეგრელოს" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

ხოლო რაც შეეხება ვიტ ჯორჯია 2-ის და "იმერეთის" შორის გამარჯვებული კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ამჟამინდელ ლიდერს - გორის "დილას" შეხვდება.

დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ეტაპის მატჩები 22 აგვისტოს დაიწყება.
   

       
     
 

 
   

<<< უკან დაბრუნება

 
 
   
 
   
 
 
 
 errea  FC WIT GEORGIA  ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი  საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  ჩვენი გენერალური სპონსორია ვეტერინარული კომპანია ზოო-პლაზა 30 წლიანი გამოცდილებით ყოველთვის პირველი ვეტერინარიის დარგში
 
 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2020 WitGeorgia.Ge
 
 Facebook