გამარჯვება შუქურასთან! - ვიტ ჯორჯია 1:0 შუქურა » FC Wit Georgia
   მთავარი გვერდი
   
                   Facebook  Youtube.Com  

 English

გაფართოებული ძიება პორტალზე

ამოირჩიეთ ძიების ენა
     

 

 
 

გამარჯვება შუქურასთან! - ვიტ ჯორჯია 1:0 შუქურა

<<< უკან დაბრუნება

   
 
 
   

თარიღი: 18 აგვისტო 2020

დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეექვსე ტური გაიმართა, სადაც ვიტ ჯორჯიამ ქობულეთის"შუქურას" უმასპინძლა, შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრა აქტიურად დაიწყო ჩვენმა გუნდმა, მატჩის დებიუტშივე ქობულეთელთა საჯარიმოში სალუქვაძის აქტიურობას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც გოლად ზურაბ მუსელიანმა აქცია.

შორიდან დაარტყა თორნიკე მუზაშვილმა, ბურთი ქობულეთელმა კიპერმა მოიგერია.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა, 75-ე წუთზე ბარაბაძემ დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან, მალევე თორნიკე მუზაშვილმა ჯარიმით სცადა გოლის გატანა, ორივე შემთხვევაში გაბრიელ თებიძემ კუთხურზე მოიგერია.

შეხვედრის ბოლო წუთზე ვიტელთა საჯარიმოში ჯეფერსონ ჯერალდომ თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვა, ბურთთან თავადვე მივიდა, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში დაარტყა - გურამ ჩიკაშუამ საიმედოდ ითამაშა და მოიგერია ბურთი - საბოლოო ანგარიში 1:0 დაფიქსირდა ვიტ ჯორჯიას სასარგებლოდ.

18 აგვისტო. თბილისი - დავით პეტრიაშვილი. 17:30
ვიტ ჯორჯია - შუქურა 1:0
არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი
ასისტენტები: არჩილ კოკაია, ზურაბ ტაბაღუა
მეოთხე მსაჯი: მანუ
გაფრთხილება: თებიძე(11'), კომახიძე(55'), მუზაშვილი(56'), გოგიტიძე(61'), ქისიევი(85'), კაპანაძე(97')
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ჯერალდო(98')
გოლები: მუსელიანი(პენ. 11')

ვიტ ჯორჯი
ა: ჩიკაშუა, ნაჭყებია(ქისიავი 82'), კაპანაძე, სეხნიაშილი(კაპ.), ბექაური, ბარაბაძე(ბულუხაძე 86'), მუზაშვილი, სალუქვაძე, ზარიძე, მუსელიანი

სათადარიგოთა სკამი: ისერგიშვილი, ნემსაძე, ტყემალაძე

მთავარი მწვრთნელი: დავით ქოქიაშვილი

შუქურა: თებიძე, ფარტენაძე, ჩაჩუა, გოგიტიძე, სუხიაშვილი, ექვთიმიშვილი, გურეშიძე, კომახიძე(კაპ.), ჯიქია(კურმაშვილი 63'), ჯინჭარაძე(ჯერალდო 46'), აშორტია(ტატანაშვილი 46')

სათადარიგოთა სკამი: ტაკიძე, გადრანი, ოლივეირა, ვერულიძე

მთავარი მწვრთნელი
: გიორგი შაშიაშვილი

ფოტოები სრულად იხილეთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
   

       
     
 


 
 

ვიტ ჯორჯია 1-0 შუქურა - [ვიდეო მიმოხილვა]

 
 

 
 
 
   

<<< უკან დაბრუნება

 
 
   
 
   
 
 
 
 errea  FC WIT GEORGIA  ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი  საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  ჩვენი გენერალური სპონსორია ვეტერინარული კომპანია ზოო-პლაზა 30 წლიანი გამოცდილებით ყოველთვის პირველი ვეტერინარიის დარგში
 
 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2020 WitGeorgia.Ge
 
 Facebook